Eiffel Tower / ეიფელის კოშკი


პარიზის მშვენება და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო – ეიფელის კოშკი — ეს გახლავთ ლითონის 320 მ–იანი კონსტრუქცია, რომელიც შამ-დე-მარსის ველზე, მდ.სენასთან მდებარეობს. იგი საფრანგეთის ყველაზე მაღალი სტრუქტურაა, რომელსაც სახელი დაერქვა პროექტის ავტორის, ინჟინერ – გუსტავ ეიფელის პატივსაცემად.

 

ეიფელის კოშკი ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. შარშან კოშკს 7,1 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

კოშკის სიმაღლე 320 მეტრია, რაც დაახლოებით 81 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ–ის ნიშნულზე სწევს. აშენებისას (1889 წ–ს) ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში. ეს ტიტული მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, ვიდრე ნიუ-იორკის – კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა. თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა, თუ სიმაღლეს ამ სტრუქტურების ანძებსაც მივათვლიდით.

ამჟამად ეიფელის კოშკი სიმაღლით მეორე სტრუქტურაა საფრანგეთში – 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939 წ) აგების შემდეგ (შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ)).

კონსტრ

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, ხოლო მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. კოშკის ისტორიის განმავლობაში ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა. ასე, მაგალითად: აშენების მომენტში – 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე – 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდგომ, საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად, კი 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტებით სარგებლობა შეუძლიათ.

კონსტრ

კო

ჰაერის ტემპერატურის გათვალისწინებით, ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს.

რაც შეეხება კოშკის რემონტს, იგი ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. მას 50 ტონა (სამი ფენა) საღებავით ფარავენ, რათა კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან იქნეს დაცული. დროგამოშვებით საღებავის შეფერილობას სხვა ფერით ანაცვლებენ. ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი.

კოშკის პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, სადაც მსურველთა ხმების რაოდენობის მიხედვით, კოშკის მომავალი შეფერილობა ირჩევა.

წყარო : top100.ge

კომენტარის დატოვება