სურათი

http://photofeeling.tumblr.com/


http://photofeeling.tumblr.com/

Find me on tumblr :

http://photofeeling.tumblr.com/

Nina Ricci La Rue–სთვის


Nina Ricci La Rue-სათვის განკუთვნილი სარეკლამო კამპანიის ყურადღებას, ამჯერად „gif“–გამოსახულებები იქცევს. ამგვარი რეკლამა მათ 2012/13 წლის, შემოდგომა/ზამთრის სეზონისათვის განკუთვნილი კოლექციის, მომხიბვლელ აქსესუარებს გაუწიეს.

 

გამოსახულებებზე სამუშაოდ – Nina Ricci–ს სახლში სპეციალურად მიიწვიეს ბრიტანელი მხატვარი – Jo Ratcliffe-ი. ფოტოები, კი პარიზის ოთხ ცნობილ ადგილას იქნა გადაღებული.

Continue reading

ზეთისგან შესრულენული ნახატები Leonid Afremov–ისგან


ბელორუსიელი წარმოშობის მხატავარი – Leonid Afremov–ი ისრაელის თანამედროვე მხატვრადაა აღიარებული. როგორც თავად ნიჭიერი ავტორი განმარტავს, მისი კარიერის მანძილზე ხატვის სხვადასხვა საშუალებებისთვის მიუმართავს, თუმცა ყველაზე მეტად ზეთის საღებავში ხატვას ანიჭებს პრივილეგირებას. მისი ლანდშაფტები და ქალაქის პეიზაჟები, ფერთა უამრავ გამას მოიცავს, რომელიც საბოლოო ჯამში იმგვარ პალიტრას ქმნის, რომ დიდსა თუ პატარას ერთნაირად აჯადოებს. თავად შეაფასეთ!

 

Continue reading

Eiffel Tower / ეიფელის კოშკი


პარიზის მშვენება და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო – ეიფელის კოშკი — ეს გახლავთ ლითონის 320 მ–იანი კონსტრუქცია, რომელიც შამ-დე-მარსის ველზე, მდ.სენასთან მდებარეობს. იგი საფრანგეთის ყველაზე მაღალი სტრუქტურაა, რომელსაც სახელი დაერქვა პროექტის ავტორის, ინჟინერ – გუსტავ ეიფელის პატივსაცემად.

 

ეიფელის კოშკი ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. შარშან კოშკს 7,1 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

Continue reading

Tal Berkovich / ტალ ბერკოვიჩი


Tal Berkovich-ი ისრაელის მკვიდრია. იგი ძირითადად ესპანური – FHM–ისთვის პოზირებდა, ხოლო ახლახანს იგი – Playboy–ს ფურცლებზე გამოჩნდა. Berkovich-ი მონაწილეობას იღებს სარეკლამო ფოტოსესიებში ისეთი ბრენდებისათვის, როგორებიცაა: Nike–ი, Sony, Panasonic–ი, Veet–ი და Agent Provocateur–ი.

 

Continue reading

Melissani Cave / მელისანის გამოქვაბული


Melissani-ს გამოქვაბული, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ნიმფების გამოქვაბულად მიიჩნეოდა, საბერძნეთის კუნძულ – Kefalonia (Cephalonia)–ს აღმოსავლეთით მდებარეობს. უფრო კონკრეტულად, კი იგი ქალაქ – Sami–ს ჩრდილო–დასავლეთით და ქალაქ – Argostoli–ს ჩრდილო–აღმოსავლეთითაა განთავსებული.

 

Melissani-ს გამოქვაბულის სიგრძე 100 მ–ია, რომლის 1/3–ს ტბა შეადგენს. ტბას ირგვლივ ტყე აკრავს.

Continue reading

Gianni Versace’s Opulent Miami Beach Residence


ფუფუნების რეზიდენცია – „Miami Beach Residence“–ი, რომელსაც სხვაგვარად – „Casa Casuarina“–დაც მოიხსენიებენ, მაიამში, სანაპირო ზოლის 19 000 კვ. ფუტზეა განთავსებული და 1997 წლამდე ფეშენ–დიზაინერ – Gianni Versace–ს საკუთრებას წარმოადგენდა. ამჯერად ფუფუნების ეს ძალზედ მომხიბვლელი რეზიდენცია გასაყიდია და მისი საფასური 125 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

თავდაპირველად საცხოვრებელი 1930 წელს აიგო, არქიტექტორისა და პოლიტიკური რეფორმატორის – Alden Freeman–ის მიერ. Versace–მ იგი 1992 წელს შეიძინა, თუმცა მაშინ მისი ფართობი გაცილებით მცირე გახლდათ. დიზაინერმა მის ხელახლა დაპროექტებაში 33 მილიონი გაიღო, რათა ფუფუნების რეზიდენციად ექცია.

Continue reading

20 ფანტასტიური გამოქვაბულების ფოტოები


სპელეოლოგიამ მიწისქვეშეთის ულამაზესი სამყარო გადაგვიშალა თვალწინ, რომელიც სიდიადითა და იდუმალებითაა სავსე. წარმოდგენილი ფოტოკოლაჟი, კი მსოფლიოს 20 სხვადასხვა გამოქვაბულის ამსახველია, რომელთაგან თითოეული მათგანი სპელეოლოგიური სამყაროს გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა.

 

(სპელეოლოგია – მეცნიერება, რომელიც გამოქვაბულებსა და მღვიმეებს შეისწავლის)


„ლერწმის ფლეიტის გამოქვაბული“ (Reed Flute Cave), ჩინეთი.

Continue reading

Marble Caves / მარბლის გამოქვაბული


ბუნების ეს უჩვეულო ქმნილება, რომელიც პატაგონიაში (ჩილეში) არსებულ ტბა – Carrera–ში მდებარეობს, „მარმარილოს გამოქვაბულებადაა“ შერაცხული. თვით ტბა ჩილესა და არგენტინის საზღვარზე, ხოლო გამოქვაბულები, კი ჩილეს მხარეს მდებარეობენ.

 

გამოქვაბულები სამ ძირითად გროტად (გროტი – გამოქვაბული ზღვის ფლატოვან ნაპირზე) იყოფა: „სამრეკლო“ (La Capilla), „კათედრალი“ (El Catedral) და „გამოქვაბული“ (La Cueva). მსურველებს მათი მონახულება პატარა ნავით, ან კაიაკით (კაიაკი – ტყავგადაკრული, მსუბუქი ნავი (ბაიდარის მსგავსი) გავრცელებულია ესკიმოსებში, ალუეტებსა და ჩრდილოეთის სხვა ხალხებში) შეუძლიათ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ტბა წყნარია.

Continue reading

მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი მოდელი


გთავაზობთ თვალი გადაავლოთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 20 მოდელთა ამსახველ ფოტოკოლაჟს, რომელიც გამომცემლობა – Celebrity Net Worth–ის მიერაა შემოთავაზებული:


მე–20–ე ადგილი: შერილ ტიგსი (Cheryl Tiegs) – 14 მილიონი დოლარი (ამერიკელი მოდელი და მსახიობი).


მე–19–ე ადგილი: სტეფანი სეიმური (Stephanie Seymour) – 15 – მილიონი დოლარი (ამერიკელი მოდელი და მსახიობი).

Continue reading

Steve Hanks–ის მიერ აკვარელით შესრულებული ნამუშევრები


Steve Hanks-ი აკვარელში მომუშავე მხატვართაგან, დღევანდელობის საუკეთესო მხატვრადაა მიჩნეული. ნაზი ფერთა გამა, წვრილმანებამდე გათვლილი დეტალები და რეალიზმი. ეს ის ძრითადი რამაა, რასთან თანხვედრაშიც ავტორი ბრწყინვალედ იყენებს შუქჩრდილებს, რის ფონზეც სხვათაგან მართლაც გამორჩეულ შედევრებს ქმნის:

 

Continue reading

10 ფუნქცია,რომელსაც არ წყვეტს ადამიანი სიკვდილის შემდეგ


ამჯერად, კი ადამიანის ორგანიზმის იმ 10 ფუნქციაზე მოგითხრობთ, რომლებიც ფუნქციონირებენ ადამიანის გარდაცვალების შემდგომ რამდენიმე საათი, ან გარკვეული დღეებიც კი:

 


10. თმისა და ფრჩხილების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდგომ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს თმისა და ფრჩხილის ზრდის ქსოვილებს, ისინი მაინც განაგრძობენ ზრდას. სინამდვილეში ეს ადვილად აიხსნება იმით, რომ კანი ტენიანობას კარგავს და აშიშვლებს თმას. ამასთანავე ფრჩხილებიც უფრო გრძელი გვეჩვენება, რაც იმით აიხსნება, რომ ჩვეულებრივ ფრჩხილის სიგრძე მისი დაბოლოებიდან – კანთან შეხების ადგილამდე აითვლება. კანის უქონლობისას, ისინი ჩვენ უფრო გრძელი გვეჩვენება.

Continue reading

Notting Hill House


ლონდონში დაფუძნებული სტუდია – Paper Project Architecture and Design–ის დიზაინერებმა კეთილმოაწყვეს საცხოვრებელი – „Notting Hill House“–ი, რომელიც ლონდონში, Hyde Park–ის დასავლეთით მდებარეობს.

Continue reading

3D Magic Art Special Exhibition Of China 2012


ჩინეთის დასავლეთით, პროვინცია – Zhejiang–ის ქალაქ – Hangzhou–ში, კერძოდ საგამოფენო ცენტრ – Peace International Exhibition and Conference–ში მიმდინარეობს 3D ნამუშევართა გამოფენა – „Magic Art Special Exhibition Of China 2012“, რომელიც 6 აგვისტომდე გასტანს.

Continue reading

Humorous Olympic Calendar


რაც უფრო ახლოვდება ლონდონის ოლიმპიური თამაშები, მით უფრო მაღალია აჟიოტაჟის დონე. გამომცემლობა – «Maverick Arts»–მა გადაწყვიტა ამ ხელსაყრელი მომენტით ესარგებლა და გამოსცა იუმორისტული კალენდარი – «Guinea Pig Games 2013», სადაც ზღვის გოჭები სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში ეჯიბრებიან.

Continue reading

Park House


Shaun Lockyer Architects–მა წარმოადგინა პროექტი – „Park House“–ი, რომელიც ავსტრალიის საპორტო ქალაქ– Brisbane–ში მდებარეობს და პარკის განაპირა მდებარე, ორიგინალურსა და მომხიბვლელ საცხოვრებელს წარმოადგენს.

Continue reading