ფინეთი – ათასი ტბის ქვეყანა



ფინურ ჰაერსა და სულში ისეთი სიცოცხლისუნარიანობა იგრძნობა, რომ მრავალი ადამიანისთვის ეს ქვეყანა მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად, სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლებით, მისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელი და დაუმუშავებელია. ფინეთში ნახავთ როგორც თანამედროვე და განვითარებულ დედაქალაქ ჰელსინკს, ისე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებულ ვრცელ ტყიან სივრცეებს, როგორიცაა ლემენიოკისა და ოულანკას ეროვნული პარკები. ეს ველური ბუნება არაჩვეულებრივია საზაფხულო ლაშქრობებისთვის. სწორედ ამ დროს ივსება ფინეთი სიცოცხლით, ტარდება უამრავი ფესტივალი, ხალხიც შესაბამის განწყობაზეა.

 

სიმშვიდის მოყვარულებს შეუძლიათ ესტუმრონ ტბის პირას მდებარე ქალაქებს – მიკელსა და ლაპენრანტას. დასხდნენ ხის კოტეჯის ვერანდაზე და დააკვირდნენ ზაფხულის მზისგან განათებულ ტყეებს. სწორედ ესაა ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ფინეთში ჩასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს – სკანდინავიური მყუდროება, რაც სულს ამშვიდებს.

Continue reading

აურორა (ჩრდილოეთის ნათება) ლაპლანდიის ცაზე


ეს ვიდეო გადაღებულია შვედეთში,აბისკოს ნაციონალურ პარკში (Abisko National Park,Sweden)

ვიდეოში აღწერილია ის ულამაზესი და უიშვიათესი სანახაობა,რომელსაც აურორა,ანუ ჩრდილოეთის ნათება ეწოდება.

წყარო : Badastronomy.com

 

Continue reading