ფინეთი – ათასი ტბის ქვეყანა



ფინურ ჰაერსა და სულში ისეთი სიცოცხლისუნარიანობა იგრძნობა, რომ მრავალი ადამიანისთვის ეს ქვეყანა მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად, სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლებით, მისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელი და დაუმუშავებელია. ფინეთში ნახავთ როგორც თანამედროვე და განვითარებულ დედაქალაქ ჰელსინკს, ისე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებულ ვრცელ ტყიან სივრცეებს, როგორიცაა ლემენიოკისა და ოულანკას ეროვნული პარკები. ეს ველური ბუნება არაჩვეულებრივია საზაფხულო ლაშქრობებისთვის. სწორედ ამ დროს ივსება ფინეთი სიცოცხლით, ტარდება უამრავი ფესტივალი, ხალხიც შესაბამის განწყობაზეა.

 

სიმშვიდის მოყვარულებს შეუძლიათ ესტუმრონ ტბის პირას მდებარე ქალაქებს – მიკელსა და ლაპენრანტას. დასხდნენ ხის კოტეჯის ვერანდაზე და დააკვირდნენ ზაფხულის მზისგან განათებულ ტყეებს. სწორედ ესაა ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ფინეთში ჩასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს – სკანდინავიური მყუდროება, რაც სულს ამშვიდებს.

Continue reading

W Retreat Koh Samui


სტუდია – MAPS Design–მა დააპროექტა და კეთილმოაწყო კურორტული ზონა – W Retreat Koh Samui, რომელიც ტაილანდში, კუნძულ – Koh Samui–ს ჩრდილოეთით, Maenam Beach–ის სანაპირო ზოლის 26 აკრზეა განთავსებული.

 

ოკეანის ლაჟვარდოვან სანაპიროზე 70 კეთილმოწყობილი ვილა მდებარეობს, რომელთაგან თითოეული მათგანი დაახლოებით 160 კვ. მ–ის მქონეა. კურორტი ასევე მოიცავს 17 კერძო რეზიდენციას, რომლებიც 700–დან 1300 კვ. მ–ის გახლავთ. თანამედროვე სტანდარტებით ნაგები და მოწყობილი რეზიდენციები, ფუფუნების ყველა სეგმენტს მოიცავს და ზედმიწევნით შთამბეჭდავია. დანარჩენზე, კი ფოტოებიდან შეიტყვეთ და თავად შეაფასეთ!

Continue reading

La Perla’s S/S 2012 Campaign – Luxury Lingeria & Beachwear


 

გთავაზობთ თვალი გადაავლოთ La Perla–ს სარეკლამო კამპანიის ამსახველ ფოტოსა და ვიდეომასალას, სადაც 2012 წლის, გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი, ქალის შიდა საცვლისა და საცურაო კოსტიუმთა ფუფუნების ნიმუშებია წარმოდგენილი:

 

 

  Continue reading